"მთელი პოლიტიკა გაიყიდა" - რისკენ მოუწოდებს კვიციანი ქართველებს? - კვირის პალიტრა

"მთელი პოლიტიკა გაიყიდა" - რისკენ მოუწოდებს კვიციანი ქართველებს?

რამდენიმე დღის წინ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი იუბილარი გახლდათ. მან სამადლობელი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცეთ. აი, დღეს ყველაზე კეთილ საქმეს ვაკეთებ, დაბადების დღეზე, 57 წელი შემისრულდა და დაახლოებით 220 ძირს ვალევინებ წყალს. იჩქარეთ სოფლისკენ ქართველებო. როდესაც მივხვდი, რომ ქართველები ზედმეტი აღმოვჩნდით ქართული პოლიტიკისთვის იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკა გაიყიდა, გადავწყვიტე, მიწას მივაშურო. ასე გააკეთეთ ყველამ.

სოციალურ დაცვას მოხუცები და ისინი უნდა ელოდებოდნენ, ვისაც ჯანმრთელობა შეზღუდული აქვს. დანარჩენებმა აიღეთ თოხი ხელში და სოფლისაკენ. აი ეს გადაგვარჩენს.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ქართველებო, მოკიდეთ სოფელს ხელი, რომელიც რომ ბაბუამ და ბებიამ დაგიტოვათ, გააცოცხლეთ სოფელი და გაცოცხლდება ჩვენი ქვეყანა", - ამბობს ემზარ კვიციანი.

იხილეთ ვიდეო