"ბოროტმოქმედებზე გადაბრალება, ძალიან აწყობს მათ, ვინც დღეს არის ეჭვმიტანილი"
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტს მოუწოდა კემეროვოში მომხდარი ხანძრის გაჩენის ყველა ვერსიაზე იმუშაონ.
"რა თქმა უნდა, განსახილველია ყველა ვერსია, გამონაკლისების გარეშე. ბოროტმოქმედებზე გადაბრალება, რა თქმა უნდა, ძალიან აწყობს მათ, ვინც დღეს არის ეჭვმიტანილი", - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე ვერსია დადასტურდება, ის გამყარებული უნდა იყოს ტექნიკური, სამშენებლო, ფინანსური და სხვა სახის ექსპერტიზებით.
სავაჭრო ცენტრ "Зимняя вишня"-ში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.
აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული. ვლადიმერ პუტინმა 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.
"დედას უთხარი, რომ მე ის მიყვარს" - კემეროვოში ხანძარს შეწირული ბავშვების სულისშემძვრელი გზავნილები
"ინტერპრესნიუსი"