"ყოველთვის ეკლიან გზას ვირჩევ" - განო მელითაურის ემოციური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ყოველთვის ეკლიან გზას ვირჩევ" - განო მელითაურის ემოციური ინტერვიუ

პრინციპული, მებრძოლი ხასიათის განო მელითაური ამ ცოტა ხნის წინ, უსამართლობის მსხვერპლი გახდა. დაუმსახურებელი შეურაცხყოფა არ მოუთმენია: რაკი შეურაცხმყოფლებისგან ინციდენტის ადგილზევე ბოდიში ვერ მიიღო, სხვა გზა აირჩია და მიზანს მაინც მიაღწია...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"მძღოლიც და მისი თანმხლებიც ავტომობილიდან გადმომიხტნენ, საშინელი სიტყვები მითხრეს. ნომრის ჩაწერა მოვასწარი... სავაჭრო ცენტრის დაცვის პოლიციასთან მივედი, რომელმაც მხრები აიჩეჩა - ჩვენ არაფერი შეგვიძლია, პატრულს დაურეკეთო. გარეთ ბიჭები იდგნენ, რომლებიც იცინოდნენ და უყურებდნენ, ბოლო რეგისტრში, "მეცოსოპრანოთი" როგორ იგინებოდა ის ბიჭი... გარშემომყოფთა რეაქცია ნულის ტოლი იყო! ბიჭები, ვინც შეურაცხყოფა მომაყენეს, ფოიეში მეორედაც შემხვდნენ... ასეთი შემთხვევების დროს, გარშემო მყოფთა რეაგირება ნულის ტოლია. რაკი უზრდელ ადამიანებს გასდით, ჩემი შეურაცხყოფა ზუსტად ამიტომ გაბედეს..."

"ერთხელ ავტომობილით, 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, კუს ტბის ასახვევთან მივდიოდი და ვიღაც "ვერზილა" კაცმა (გოგოსთან ერთად იყო) მანქანა გამკრა და დამაბზრიალა. არც გაუჩერებია, ამბავიც არ უკითხავს. ისე გავმწარდი, რომ გავეკიდე. დამემალა, ჩიხებში იძრომიალა, რომ ვერ მეპოვა. მაინც ვიპოვე, გადმოვიყვანე, ბოდიშიც მოვახდევინე და მანქანაც გავაკეთებინე. საერთოდ, არავისი მეშინია..."

"30 წელი ისე ვიცხოვრე, უსამართლობაზე თვალი არასოდეს დამიხუჭავს. ერთი სამსახურიდან, სადაც 4.500 ლარი ხელფასი მქონდა, იმიტომ წამოვედი, რომ ჩემი მიყვანილების გამოყრას მთხოვდნენ, ამაში კი ბონუსებს მთავაზობდნენ..."

განოს მელითაურის ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 29 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." - ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიები (ფოტოგალერეა)

ეთო ყორღანაშვილი