შეიარაღებულმა პირმა 4 ტყვია გაისროლა - თბილისში მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 4 ტყვია გაისროლა. თავდასხმის შედეგად მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.