სად იყო მოთავსებული ნივთიერება, რომლითაც სკრიპალები მოიწამლნენ?
სკრიპალები მათი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან დატოვებული სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ, - აცხადებენ ბრიტანეთის ანტიტერორისტულ პოლიციაში.
ჯერჯერობით, სპეციალისტებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შესასვლელ კართან აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ლონდონი ამტკიცებს, მოწამვლაში მონაწილეობდა მოსკოვი.
ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით, რუსი დიპლომატების ნატო-დან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.
იხილეთ: ქალიშვილის საბედისწერო სტუმრობა მამასთან - "ჯაშუშური საქმის" ახალი დეტალები
"ინტერპრესნიუსი"