კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ლობჟანიძე, მეტსახელად "კუწუ" დააკავეს - კვირის პალიტრა

კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ლობჟანიძე, მეტსახელად "კუწუ" დააკავეს

კიევში პოლიციელებმა ე.წ. "კანონიერი ქურდი" გიორგი ლობჟანიძე, მეტსახელად "კუწუ" დააკავეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა.

"კიევში პოლიციამ მორიგი "კანონიერი ქურდი" დააკავა, ცნობილი მეტსახელით "კუწუ". ეს რიგით მეოთხე "კანონიერი ქურდის" დაკავებაა ბოლო დროის განმავლობაში", - განაცხადა აბროსკინმა.

"ინტერპრესნიუსი"