დედაქალაქის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება? - კვირის პალიტრა

დედაქალაქის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისში 1-ელ აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონს. კერძოდ, 15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბარნოვის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ასევე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 2 აპრილს დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია"თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, საირმის გორის, თამარაშვილის, ქავთარაძის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, შევარდენიძის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

შეზღუდვა გავრცელდება გლდანის რაიონშიც, კერძოდ, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის, ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება ილია ვეკუას ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლთა და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში: მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქსნის, ვარდისუბნის, არბოს, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 კი, საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ამავე რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების VIII კვარტლის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას და ხუდადოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ხერხეულიძის, სართიჭალას, ბოროდინის და ფაღავას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: გელათის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი წერეთლის, კლარჯეთის, ბარათაშვილის, ბაჩანას, არმაზის, არარატის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ლომოურის, სამოქალაქოს, ალვანის, ავლაბრის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის, ფერისცვალების, ცუცქირიძის, იორის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დუშეთის, სამრეკლოს, ხარაგაულის, ლადო ალექსი მესხიშვილის, ერევნის, ბახვის, ურიცკის, ქედის, გაბისკირიას, გრემის, ელენე ახვლედიანის და სპარტაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება უშანგი ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ამაღლების და წავკისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"