ძლიერი ქარი და ნალექი - როგორი ამინდი იქნება 1-ლ აპრილს? - კვირის პალიტრა

ძლიერი ქარი და ნალექი - როგორი ამინდი იქნება 1-ლ აპრილს?

ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღისით +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

1 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

თბილისში საღამოს და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.