"ზვიად გამსახურდია ერთხელ დამესიზმრა კიდეც, ბნელ ოთახში, კოსტიუმსა და თეთრ პერანგში მარტო იდგა..."
გიორგი ოვაშვილის ფილმში "ხიბულა" ზვიად გამსახურდიას როლზე ბევრი ცნობილი მსახიობი მოიაზრებოდა, მათ შორის ჟან რენოც, თუმცა რეჟისორმა არჩევანი 70 წლის ცნობილ ირანელ მსახიობზე ჰოსეინ მაჰჯუბზე შეაჩერა.
რას ფიქრობს ირანელი მსახიობითავის გმირზე, "კვირის პალიტრას" ექსკლუზ-იურად" ჰოსეინ მაჰჯუბი ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- გიორგი ოვაშვილმა ნიუ-იორკში ნახა ფილმი "სამოთხის ფერები",რომელიცმოგვითხრობს პატარა ბრმა ბიჭის ამბავს. მე მისი მამის როლს ვასახიერებ. როგორც გიორგიმ მითხრა, ამ როლს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ვფიქრობ, ეს კონკრეტული პერსონაჟი იყო მიზეზი, რის გამოც ზვიად გამსახურდიას როლი მომანდო.
- თქვენ კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟს ასახიერებდით, თუ ის კრებსითისახე იყო რამდენიმე ლიდერისა?
- არა, ჩემთვის ზვიად გამსახურდია არის განსაკუთრებული პოეტი, ძალიან მომწონს მისი ლექსები, ხოლო მის მამას,კონსტანტინეს, მე-20 საუკუნის უდიდეს მწერლად მივიჩნევ, მთელ კავკასიის რეგიონში მას ბადალი არ ჰყავს. მე ვცდილობდი ჩავღრმავებოდი მის პიროვნებას. იმდენს ვფიქრობდი მასზე, იმდენად ვიყავი როლში შეჭრილი, რომ დამესიზმრა კიდეც, ბნელ ოთახში, კოსტიუმსა და თეთრ პერანგში მარტო იდგა. ძნელი სათქმელია, რა მდგომარეობაში იყო ბატონი გამსახურდია და რატომ მივიდა აქამდე.