ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ორივე პირი გზაზე სამუშაოებს ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.