"აგარის შაქრის“ კომპანია პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებას პასუხობს და კომპანია Supremo-ს მიმართავს
"აგარის შაქრის“ კომპანია პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებას პასუხობს და კომპანია Supremo-ს მიმართავს
როგორც "აგარის შაქრის“ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ადმინისტრაცია მიმართავს კომპანია Supremo-ს, გამოასწოროს შეცდომა და შეცვალოს შეფუთვაზე დატანილი წარწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "აგარის შაქრის“ კომპანია იძულებული იქნება, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაინტერესდნენ და აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი ქმედებები განახორციელონ.
"31 მარტს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობს წარმომადგენლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც საუბარია კომპანია Supremo-ს შაქარზე. ვიდეოს ავტორმა შაქარი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შეიძინა და აცხადებს, რომ შეფუთვაზე დატანილია შემდეგი წარწერები: "წარმოებული საქართველოში", "აგარის შაქარი" და “მწარმოებელი "აგარის შაქრის კომპანია". "აგარის შაქრის“ კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი მიზეზების გამო, შეწყვეტილი აქვს შაქრის წარმოება. შესაბამისად, აღნიშნულ შეფუთვაში არ არის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი. ადმინისტრაცია მიმართავს კომპანია Supremo-ს გამოასწოროს შეცდომა და შეფუთვაზე დატანილი წარწერა შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "აგარის შაქრის“ კომპანია იძულებული იქნება, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაინტერესდნენ და განახორციელონ შესაბამისი ქმედებები აღნიშნულ ფაქტზე.
"აგარის შაქრის კომპანიის“ ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ შეწყვეტილი აქვს შაქრის წარმოება და ქარხანა რამდენიმე თვეა კონსერვაციაზეა. კომპანიის ხელმძღვანელობის უპირველესი ამოცანაა, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქარხანამ განაახლოს მუშაობა. ამისათვის, ატარებს შეხვედრებს დამოუკიდებელ ექსპერტებთან და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან. კომპანიას აუცილებლად მიაჩნია, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლბის წარმომადგენლებმა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამართულ მოლაპარაკებებში მხარეებმა მონაწილეობა არ მიიღეს. მიუხედავად ამისა, "აგარის შაქრის“ კომპანია კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, მიიღოს მონაწილეობა დიალოგში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მოძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.