გარი კასპაროვი მსოფლიოს რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

გარი კასპაროვი მსოფლიოს რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს

ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა გარი კასპაროვმა მოუწოდა საერთაშორისო პოლიტიკურ ძალებს - ბოიკოტი გამოუცხადონ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს.

ლეგენდარულ დიდოსტატს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი უნდა შეუერთდეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივას.

"როგორც სპორტსმენი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სპორტული ბოიკოტების, რადგან ეს აზარალებს მონაწილეებსა და გულშემატკივრებს. მაგრამ მე ვემხრობი იმ რეჟიმის პოლიტიკურ ბოიკოტს, რომელიც მტრული ქმედების უფლებას აძლევს თავის თავს.

მოდით, წავართვათ პუტინს ასეთი სასურველი აღიარება და დიდება: მთავრობის წარმომადგენლები არ უნდა დაესწრონ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. ეს აჩვენებს ყველას, რომ მსოფლიო ვეღარ მოითმენს რუსეთის მომდევნო შეტევებს", - დაწერა კასპაროვმა ბლოგში.

გარდა ამისა, ყოფილმა მოჭადრაკემ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენო არჩევნების მოგება მიულოცა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ უკვე გამოაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა და ისლანდიამ.

"ლელო"