რუსთავში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით რუსთავში მე-17 მიკრორაიონში, რესტორან "შარკთან" მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცს მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებოდა, მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.