ვიცე-პოლკოვნიკს, რომელიც ამჟამად ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფება, მეექვსე შვილი შეეძინა
ვიცე-პოლკოვნიკ თამაზ ბერძენიშვილს, რომელიც ამჟამად სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იმყოფება მეექვსე შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
დავით გაგუას კლინიკაში მყოფ თამაზ ბერძენიშვილის მეუღლეს, დიანა ბერიკაშვილს მოულოდნელად დღეს თავდაცვის მინისტრი ექსტუმრა და ოჯახს მეექვსე შვილის დაბადება მიულოცა. ვიცე-პოლკოვნიკ თამაზ ბერძენიშვილსა და მის მეუღლეს ნიკოლოზის გარდა, ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავს. ნიკოლოზის მამა, ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ ბერძენიშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობს, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის G-3 ოპერატიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი ოფიცერია.