ამერიკის აეროპორტში ორი თვითმფრინავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
ამერიკის ინდიანას შტატის ქალაქ მარიონის აეროპორტში ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ისინი მეხანძრეები იყვნენ.
ერთმანეთს მცირემოტორიანი „Cessna 150“ და რეაქტიული „Cessna 525 Citation Jet“ შეეჯახა - იუწყება „NBC News“.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთი მათგანი აფრენას აპირებდა, მეორე კი იმ დროისთვის დაეშვა. სამართლადამცველები მომხდარის მიზეზს იკვლევენ.
"ინტერპრესნიუსი"