გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან მიდის - რას ამბობს მამუკა მდინარაძე კოლეგაზე?
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და შეცდომა, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნინია კაკაბაძისათვის გუნდის ნაწილის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ოპოზიციას თავისი კვოტის რეალიზების საშუალება მისცემოდა.
„მე მხარი არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, ეს საშუალება არ წაერთმია უმცირესობისთვის. მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომად მიმაჩნია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსად პარტიის დატოვების სურვილს „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებიც გამოთქვამენ.
„არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო სხვამაც დატოვის უმრავლესობა და იგივე შეცდომა დაუშვას. გედევან ფოფხაძე არის ჩვენი გუნდის წევრი, თუმცა მისი გადაწყვეტილება იყო შეცდომა. მან პირადად ჩამაყენა საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
"ინტერპრესნიუსი"