სად ეპატიჟება ადა მარშანია გედევან ფოფხაძეს? - კვირის პალიტრა

სად ეპატიჟება ადა მარშანია გედევან ფოფხაძეს?

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიცისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზად იქცა.

ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12- მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაკაბაძე კენჭისყრის ამ შედეგით საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ყოვლად მიუღებელია.

"თუ "ქართული ოცნება" თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს...

გედევან ფოფხაძის განცახდებას საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია გამოეხმაურა და უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი საკუთარ ფრაქციაში მიიპატიჟა. მას იმედი აქვს რომ დეპუტატი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს."ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ", - ამბობს მარშანია. თავად მმართველ გუნდში კი უკვე ყოფილ წევრს გადაწყვეტილება დაუწუნეს. "მისი გადაწყვეტილება ნაჩქარევი შეცდომა იყო"- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

გედევან ფოფხაძის გარდა უმრავლესობას სხვა დეპუტატებიც დატოვებენ? - რას ამბობს ქანთარია?

"პალიტრანიუსი"