"სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ნერვული შეტევები დაეწყო"- რას ყვებიან მამაკაცზე, რომელიც ელექტროანძიდან გადმოხტა?
მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ტყიბულის სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. როგორც AMBEBI.GE-ისთვის გახდა ცნობილი, ის 2015 წელს, მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ წარსულში იყო ნასამართლევი. თ.ს-ს დადებითად ახასიათებენ მისი ყოფილი თანამშრომლები და აღნიშნავენ, რომ გათავისუფლების შემდეგ, მას ნერვული შეტევები დაეწყო.
თ.ს, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, პრევენციის და შესაბამისი გამოკვლევის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა. მამაკაცი ელექტროგადამცემბოძზე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ასული და მედიის წარმომადგენლებთან ითხოვდა შეხვედრას, მოგვიანებით კი ის სამართალდამცავებისა და სამაშველოსამსახურის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა და სპეციალურ ბალიშზე გადმოხტა, მას მედიასთან საუბრის საშუალება არ მისცეს. გადმოხტომამდე კი მამაკაცი ყვიროდა, რომ ის "დაამტკიცებდა სიმართლეს და რომ ის ადამიანია", მისივე განცხადებით ის უსამართლობას ებრძვის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრო გამოძიებას 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.