სასაფლაოების მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 9 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო "დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო "დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო "სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო "ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.