"გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს"
გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს იყო რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი, თუმცა მმართველ პარტიაში განხეთქილებას ადგილი არ აქვს. კობახიძის განცხადებით, ასეთ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა და დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ექნება.
"საპარლამენტო უმრავლესობა განაგრძობს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის გედი ფოფხაძის მხრიდან. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.