გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს
გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მომხდარი ახალი ქიმიური შეტევის გამო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს, - იუწყება დიდი ბრიტანეთის მისია გაეროში.
მათი თქმით, სხდომა დაინიშნა უშიშროების საბჭოს თხუტმეტიდან ცხრა წევრის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, პოლონეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, ქუვეითი, პერუ და კოტ დივუარი) მოთხოვნით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დაგმო ქიმიური შეტევა და დაბომბვები, რომელსაც ბოლო დღეებში სირიის ავიაცია ქალაქ დუმაში, აღმოსავლეთ ღუთას რეგიონში ახორციელებს. დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ჯონსონის თქმით, თუ დადასტურდება, რომ ქიმიური შეტევა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განახორციელა, კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იქნება მისი სისასტიკისა და სირიის მოქალაქეების უფლებების უგულვებელყოფის შესახებ. ტრამპმა ასადს „ცხოველი“ უწოდა და განაცხადა, რომ დამნაშავეებს ეს ძვირად დაუჯდებათ.
"ინტერპრესნიუსი"