საცობები ავტობანზე - რა ხდება თბილისის შემოსასვლელთან?
როგორც ყოველი აღდგომის შემდეგ, წელსაც, ორშაბათ საღამოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი საკმაოდ გადატვირთულია.
ამ მხრივ განსაკუთრებით რთული სიტუაციაა მცხეთასთან, სადაც თბილისისკენ მომავალ ავტომობილებს კილომეტრიანი საცობი აქვთ შექმნილი. გარკვეულ ადგილებში გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებდნენ.