თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, ხოშარაულის, ტრანსპორტის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების VII ქუჩის (ნაწილობრივ), რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, ფაღავას და გუმათჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯანჯღავას და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ტეხურის, ანდღულაძის, ნატახტარის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, პეტეფის და კვაჭანტირაძის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, გუთნის და ქურხულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება სამგორის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ლოტკინის სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"