გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული
ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"