"ჩემს უფროსს ბიჭს 6, უმცროსს კი ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სამი სხვადასხვა იარაღიდან ესროდნენ"
10 აპრილს, ზემო ვეძისში შეიარაღებული თავდასხმისას 4 ახალგაზრდა დაჭრეს. დაჭრილებს შორის არიან ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, მორაგბე ლაშა საჯაია, რომელსაც 6 ტყვია მოხვდა და მისი ძმა. ასხლეტილი ტყვიისგან მსუბუქად დაზიანდა მათთან მყოფი, ლაშა საჯაიას შეყვარებული ქეთი ენდელაძე.
თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია და გამოძიებასაც ჯერ არავინ ჰყავს დაკავეული.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაჭრილებიდან ვერავინ ამბობს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ შავ ავტომობილში მყოფი პირები, რომლებმაც მათი მიმართულებით 20-ჯერ გაისროლეს. "კურიერის" ცნობით, ნუცუბიძის პოლიციის განყოფილებაში შავი "ჯიპის" ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც შესაძლოა წინა დღეს მომხადარ დანაშაულში ფიგურირებდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ - კრიმინალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა იარაღის და ავტომობილის იდენტიფიცირება, რომელიც საქმეში ფიგურირებს და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს მანქანა შესაძლოა კავშირშია ვეძისთან მომხდარ თავდასხმასთან.
როგორც ყოფილი მორაგბის მამა, ამირან საჯაია ამბობს, უფროსს შვილს ლაშას 6, უმცროს კი ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
"გოგონას ასხლეტილი ტყვია მოხვდა, ქუსლთან აქვს ფეხი გაკაწრული. ოსეთის ქუჩაზე, სადაც ჩემი შვილები იმყოფებოდნენ შავი ფერის ჯიპმა ჩაიარა, რომელშიც 4 მამაკაცი იჯდა. მანქანა გაჩერდა და ახლგაზრდების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. 20-ჯერ, სამი სხვდასახვა იარაღიდან ისროლეს. ბიჭებმი ამბობენ, თავში გაგვიელვა აზრმა, რისთვის გვკლავენო...", - განაცხადა ამირან საჯაიამ "კურიერთან", მისი თქმით, მისი შვილები და მათი მეგობრები არავისთან ყოფილან დაპირისპირებულები.