"საკუთარ სახლში მომიკლეს შვილი" - ქართველი "ოდრი ჰეპბერნის" ტკივილით სავსე ცხოვრება
ალბათ ბევრ თქვენგანს უფიქრია, როგორ იქნება ცხოვრება სიბერეში... ვის რა გველოდება, არავინ იცის, რადგან ეს ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. 88 წლის, თვითნასწავლი მხატვარი ნელი ბერაია მე-20 საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ. მას ცნობილი მსახიობ ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ. იყო თბილისელი ქალების გულთამპყრობელის, მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე, ჰყავდა ორი შვილიც, მაგრამ ცხოვრებამ ბოლოს მაინც მარტოობისთვის გაწირა, მისთვის სიცოცხლე დამთავრებული იყო... და უცებ, ერთ დღეს იგრძნო, როგორ დაიწყო რაღაც ისეთი, რაც გააძლებინებდა და რისთვისაც უნდა ეცოცხლა - ასე დაიწყო 75 წლის ასაკში საოცარი ნამუშევრების მძივებით შექმნა... გვესაუბრება მხატვარი, რომელიც ახლა სამებაში ცხოვრობს:

- 88 წლის ვარ უკვე და რამდენიმე წელია სამებაში ვცხოვრობ. ძალიან კარგი პირობები მაქვს ცხოვრებისთვის შექმნილი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვედი აქ. ორი ოთახი დამითმეს. ამ ოთახში ადრე ჯერ რეზო ჩხეიძე, შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდა, ახლა მე ვცხოვრობ და ჩემი პატარა ძაღლი. ის ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრია.
- როგორ მოხვდით სამებაში?
- 20 წლის წინ, სრულიად შემთხვევით დავიწყე ხატვა, რატომ და საიდან ვერ გეტყვით. უცებ მომინდა და დავხატე. მერე ნახატს რაღაც აკლდა, ბავშვობაში შეგროვებული ბისერები გადმოვყარე ქილებიდან და ბისერებით გავაცოცხლე ნახატი. პირველად თამარ მეფე შევქმენი, მერე უკვე სხვა ნახატები და ხატები. ჩემს ერთ-ერთ გამოფენაზე მობრძანდა პატრიარქი, გაიგო რომ მოტყუების მსხვერპლი გავხდი, უბინაოდ დავრჩი და შემომთავაზა აქ გადმოსვლა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ყველანაირი პირობები მაქვს, უბრალოდ მარტოობაში ყოფნა მიჭირს. მე სტუმრიანობას ვარ მიჩვეული. აქ კი სიმშვიდეა, სიწყნარე, სხვანაირად წარმოუდგენელიც არის. ჩემი მეგობრებიც თითქმის აღარ არიან...

- ცნობილია რომ ახალგაზრდობაში ოდრი ჰეპბერნს გამსგავსებდნენ...
- კი, ამის შესახებ გაზეთებშიც იწერებოდა. მსიამოვნებდა ეს შეფასებები, მაგრამ საკუთარ სილამაზეზე მე როგორ ვილაპარაკებ. მაშინდელ თბილისში უამრავი ლამაზმანი დადიოდა. ბუბუსია თვალავაძე იყო ჩემი მეგობარი, რუსთაველზე ერთად როცა გავიდოდით ყველა მას უყურებდა.
- როგორ დაგეღუპათ შვილები?
- გოგონას აბორტი გაუკეთეს ჩუმად და 25 წლის დაიღუპა. ბიჭი პროკურორად დანიშნეს თბილისში... იხილეთ სრულად
იხილეთ ასევე: "შუხურის" შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან " - ლეგენდად შემორჩენილი თბილისური ამბები