შსს-მ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს", - აცხადებენ სამინისტროში.
იხილეთ: რატომ დაუპირისპირდა თამაზ ელიზბარაშვილი დიმა ობოლაძეს და რა ბედი ეწევა ძაღლების თავშესაფარს?