კადიროვი: "პუტინს ალტერნატივა არ ჰყავს" - კვირის პალიტრა

კადიროვი: "პუტინს ალტერნატივა არ ჰყავს"

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინს ალტერნატივა არ ჰყავს, ამიტომ საჭიროა, რომ ის პრეზიდენტად ზედიზედ ორ ვადაზე დიდხანს დარჩეს, - ამის შესახებ კადიროვმა "ინტერფაქსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"სანამ მოქმედი პრეზიდენტი ჯანმრთელია, ჩვენ მის შეცვლაზე არც კი უნდა ვფიქრობდეთ. ასეთია ჩემი აზრი. პუტინს ალტერნატივა არ ჰყავს. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის ხელმძღვანელის უფლებამოსილებების გახანგრძლივების შესახებ. თუ ჩინეთს შეუძლია, გერმანიას შეუძლია, რატომ არ შეგვიძლია ჩვენც?", - განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, ეს ხალხის ინტერესებში შედის.

"თუ ეს ხალხს სჭირდება, რატომაც არა? ჩვენ პუტინის აზრიც კი არ უნდა ვიკითხოთ! ხალხმა, ფედერაციის საბჭომ, პარლამენტმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა წამოიწყონ ეს პროცესი, შეაგროვონ ხელმოწერები და გაიტანონ რეფერენდუმზე", - აღნიშნა კადიროვმა.

"ინტერპრესნიუსი"