რუსეთის საგარეო უწყება შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომლის გაწვევის მოთხოვნაზე განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე საპასუხო ზომები მიიღო. "სკრიპალების საქმის" გამო ჩვენი ქვეყნის მისამართით დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაჟღერებელი დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის უსაფუძვლო გაძევებაზე საპასუხოდ რუსულმა მხარემ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. მან რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს.
შესაბამისი ნოტა 13 აპრილს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მას საქართველო 7 დღის ვადაში დაეტოვებინა.
საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვას, რაშიც ოფიციალური ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.
"ინტერპრესნიუსი"