"ჩემს შვილს ბავშვების თვალწინ გამოჭრეს ყელი" - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს ბავშვების თვალწინ გამოჭრეს ყელი"

თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი კახეთში გადაასვენეს. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი თავდაპირველად ახმეტაში მამის სახლში, შემდეგ კი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში დედის მშობლების საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

როგორც გარდაცლილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მის შვილს სასიკვდილო ჭრილობები კისერში დანით აქვს მიყენებული.

"ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ექსპერტმა მითხრა, რომ ჩემს შვილს კისერში დანით აქვს ჭრილობები მიყენებული. იმ დღეს თაკო ჩემთან უნდა მოსულიყო, რომ არ გამოჩნდა, ძებნა დავიწყე და ნათესავებისგან გავიგე ეს საშინელი ამბავი. შვილების თვალწინ, ყელი გამოჭრა ჩემს შვილს. რა უნდა ვთქვა, ისე ვარ, არაფრის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.

მოკლულ ახალგაზრდას სავარაუდოდ, სამშაბათს, სანიორის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს საკუთარი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს.

იხილეთ: "მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"

"ინტერპრესნიუსი"