" მკვლელი სახლში იმალებოდა, ბავშვების ტანსაცმლისთვისაც ბენზინი მიუსხია ..." - საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

" მკვლელი სახლში იმალებოდა, ბავშვების ტანსაცმლისთვისაც ბენზინი მიუსხია ..." - საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გარდაცვლილის ბებიამ და დეიდამ Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, თაკო გამრეკელაშვილის მისვლამდე, ვეფხია ბაქარძე სახლში იმალებოდა და დანაშაულის ჩასადენად შესაბამის მომენტს ელოდებოდა. ოჯახი ამის დასტურად, კონკრეტულ დეტალებს იხსენებს.

"თაკოს მოსვლამდე მივიდა მკვლელი სახლში და იქ იმალებოდა. აგრესიული ყოფილა. ბავშვების ტანსაცმელი დაუკუწია და ბენზინი მიუსხია, ბავშვებსაც ბენზინის სუნი ასდიოდათ" - განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ ლია იმერლიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის ოჯახი ასევე ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ვეფხია ბაქრაძე ერთი წლის წინ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. მათ გადაწყვეტილების მიმღებ კომისიასთან კონკრეტილი კითხვები აქვთ.

"ჩემს შვილს ბავშვების თვალწინ გამოჭრეს ყელი"

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგოს საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

განაგრძეთ კითხვა