"ირაკლი კობახიძეს დაუთვლია, რომ მის თანამდებობიდან გადაყენებას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება"
"ვინც არ დაასრულებს საუბარს იმის შესახებ, რომ ვიღაცებმა დისციპლინა დაარღვიეს, მათი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდება და დამთავრდება საკმაოდ წარუმატებლად", - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.
ამ კონტექსტში ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკური პროცესებისადმი ადეკვატური არ არის, მას ცხოვრება ყოველთვის რიყავს.
"ადამიანები, ვინც ვერ გრძნობენ, თუ რა ხდება გარეთ და არ არიან მიმდინარე მოვლენებისადმი ადეკვატური, ყოველთვის გარიყული იქნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მე არ მითქვამს, რომ ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ეს ადამიანი თავად ამბობს, რომ მის გადაყენებას სჭირდება 50 დეპუტატის ხელმოწერა. დაუთვლია კიდეც და არითმეტიკით არის დაკავებული. თუმცა არითმეტიკით დაკავებას ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
"ინტერპრესნიუსი"