როგორი დახასიათება გაიგზავნა ე.წ. უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძეზე? - კვირის პალიტრა

როგორი დახასიათება გაიგზავნა ე.წ. უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძეზე?

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ე.წ. უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით იდენტური დახასიათებები იქნა გაგზავნილი.

ამასთან, დარახველიძე განმარტავს, რომ დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას, არამედ შეიცავს მხოლოდ იმ ობიექტური გარემოების აღწერას, რომელიც გამოიხატა კონკრეტული მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის მოხდის პროცესში: თუ როგორ იცავდა დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, დებულების მოთხოვნებს, რამდენად ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში, ასევე, ფსიქოლოგთან გასაუბრების დროს რა აღნიშნა ფსიქოლოგთან.

"სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მიერ, ისე სასჯელაღსრულებაში, ე.წ. უდოს საბჭოს მიერ. ექვსჯერ იქნა ჩვენი მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მანამდე სამჯერ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე. ანუ, ჯამში ცხრაჯერ იქნა განხილული და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. უდოს კომისიის უარის შესახებ, დარახველიძის განმარტებით, ერთ-ერთი გადაწყვეტილება ვეფხია ბაქრაძისთვის დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ერთ თვით ადრე, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება წინ უძღოდა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ. უდოს კომისიის სხვა დასკვნებს.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?"

"ინტერპრესნიუსი"