"მიუხედავად იმისა, რომ ვუღალატე, მან ყველაფერი მაპატია"
59 წლის ვხდები. შეიძლება თქვათ, ამ ხნის კაცი რამ გააგიჟაო, მაგრამ არ დაიტია გულმა... მეორეც - იქნებ სხვებისთვის სამაგალითო გახდეს ჩემი ცხოვრება. არა ვარ უჭკუო კაცი...
უმაღლესი განათლებით გახლავართ და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც მიმუშავია. 46 წლის წინ, 18 ივნისს, ერთი ლამაზი, პატარა და კაფანდარა გოგო შემიყვარდა, იმერეთის ერთ პატარა სოფელში (ეს სოფელი ჩემი დედულეთია, მე თბილისელი ვარ). ვიღაცას შეიძლება, წარმოუდგენლად მიაჩნდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება და დღესაც, ისევ ის მიყვარს.
5 წლის შეყვარებულობის შემდეგ, დიდი სისულელე და სიბრიყვე ჩავიდინე. თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ბოროტმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა - ცოლად მოვიყვანე ის, ვინც არ მიყვარდა, მიზეზთა და მიზეზთა გამო. ის ჩემი ცოდვით სავსე, 10 წელი მელოდა და ბოლოს გათხოვდა. ვერ მივედი, რადგან მისასვლელი პირი არ მქონდა. ან რით უნდა მემართლებინა თავი? მეგონა, დავივიწყებდი და ისიც დამივიწყებდა. ტყუილი აღმოჩნდა! ასე ცალ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ. ახლა მეც შვილები და შვილიშვილები მყავს და - მასაც. ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს. ის დაქვრივდა... მე მივხვდი, რომ უსიყვარულოდ ცხოვრება არარაობაა და გავეყარე ცოლს. გაგრძელება