ხანძარი რუსთაველზე
საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ცნობით, რუსთაველის პროსპექტის #38-ში, სხვენში, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ცეცხლი 10 კვმ
ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ლიკვიდაციისთვის 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.