"კვირის პალიტრა" 23 წლისაა - გმადლობთ ნდობისა და სიყვარულისთვის! - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" 23 წლისაა - გმადლობთ ნდობისა და სიყვარულისთვის!

1995 წლის 18 აპრილს ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი "კვირის პალიტრა" გამოჩნდა.

იმხანად, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გამოცემა არა მხოლოდ დაამკვიდრებდა ახალ ფერსა და სიტყვას ქართულ მასმედიაში, არამედ ლიდერად და ჩვენი უახლესი ისტორიის პირუთვნელ მემატიანედ გადაიქცეოდა. ამ ყველაფრის საფუძველი კი იმ ადამიანთა უდიდესი ძალისხმევაა, რომლებიც გაზეთის სათავეებთან იდგნენ და მის ფურცლებზე საქმისა და სამშობლოს სიყვარულით ასახავდნენ ჩვენი ცხოვრების ფერად პალიტრას. შემთხვევითი არ არის, რომ "კვირის პალიტრას" ენდობიან და ყოველ ორშაბათს ახალი ნომრის გამოსვლას მოუთმენლად ელიან.

გაზეთმა ბევრ სასიკეთო წამოწყებას დაუდო სათავე. ყოველი ახალი იდეა, რომელიც სწორადაა გააზრებული და საზოგადოებისთვისაც ღირებულია, არასოდეს რჩება ჰოლდინგის ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა.

ზომიერება, გონიერება და სიმართლისმოყვარეობა. სწორედ ამიტომ, როგორც "კვირის პალიტრა" ახერხებს ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი შეინარჩუნოს ოქროს შუალედი და ემსახუროს არა საზოგადოების გახლეჩას, არამედ გამთლიანებას და გაჯანსაღებას.

დამოუკიდებელი ქართული მედიის ისტორიისთვის 23 წელიწადი ნამდვილად არ არის ცოტა.

"კვირის პალიტრა" სულ ცოტა ხანში გახდა პოპულარული. არც საიმისოდ დასჭირვებია ბევრი დრო, რომ დაწინაურებულიყო და ქვეყანაში ყველაზე მასობრივ ყოველკვირეულად ქცეულიყო. მერე - "იბარტყა" და უამრავი შვილობილი გამოცემა თუ მედიასაშუალება გამოიყვანა ფართო საზოგადოების სამსჯავროზე.

რედაქციას, ყველა ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელს, ჩვენს მკითხველს, ყველას, ვინც პალიტრელად მიიჩნევს თავს, ვულოცავთ იუბილეს აბსოლუტურად ყველას დიდ მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველას იმ დადებითი შეფასებებისთვის, რაც გვესმის რედაქციაში მოსული წერილებით და სხვადასხვა გამოხმაურებით, მადლობა კრიტიკული შეფასებებისთვისაც, რომელსაც ჩვენ ვიღებთ...