"მზე მნათობთა შორის"- მეფე გიორგი III
"მზე მნათობთა შორის" ასე მოიხსენიებს თამარის კარის ისტორიკოსი გიორგი მესამეს, რომელიც დემეტრე I-მა ტახტის მემკვიდრედ აირჩია. მეფის სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, და სომეხთა, შირვანშაჰთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა". თავად მეფე გიორგიმ კი შვილი თამარი სიცოცხლეშივე თანამოსაყდრედ გამოაცხადა. საქართველოს ისტორიაში მისი მეფობის პერიოდს თამართან ერთად ოქროს ხანას - ქვეყნის დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფის, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერას უწოდებენ.
როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, გიორგი III გამორჩეული მხედარი ყოფილა. მკლავიც უჭრიდა თურმე და გაუტეხელი გულიც ჰქონია. თამარის კარის ისტორიკოსი მას ბიბლიურ იონათანს, მშვილდ -კაპარჭონსა და ბერძენთა ნადირობის ღმერთს ადარებს. გმირობის სასწაულს უწოდებენ ასევე მეფე გიორგის მიერ გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებს, რომელიც ანისის აღებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ ქართველებსა და თურქებს შორის იმართებოდა. აღსანიშანავია ისიც, რომ გიორგი III- ის გმირულ ხასიათს უცხოელი ავტორებიც აღნიშნავენ. მაგალითად, სტ. ორბელიანი, რომელიც გიორგის მიერ დასჯილ ორბელიანთა შთამომავალია და მასზე განაწყენები ს მიზეზიც გააჩნია, აღნიშნავს: "იყო განმარჯვებული ყოველსა ზედა სიმხნისა და ფრიად ბრძენი".
"ხოლო გიორგიმ, - აღნიშნავს მეორე სომეხი მოღვაწე მხითარ გოში,- როდესაც მეფობა განამტკიცა, მრავალი გაბედული საქმე გააკეთა, სხვადასხვა მახრეებში შეიჭრა, მრავალი ოლქი დალაშქრა და ბრძოლით დაიმორჩილა’’.
უფრო მეტი და ძალიან ბევრი საინტერესო ამბის გაგების მომსწრე შეიძლება გახდეს მკითხველი, როცა უშუალოდ წაიკითხავს "ქართველი მეფეების" სერიის ფარგლებში გამოცემულ წიგნს- გიორგი III. აღნიშნულ წიგნში წარმოდგენილი ილუსტრაციები მკითხველს ეხმარება მეტად შეიქმნას წარმოდგენა იმ ეპოქაზე, რომელიც გიორგი მესამის მეფობას უკავშირდება. განასკუთრებით საინტერესოა ის, რომ ფოტო მასალებთან ერთად წიგნზე ასევე არის დატანილი მეფის ხელმოწერა, რომელიც იწოდება, როგორც მისი ხელრთვა-დამტკიცება შიომღვიმის სიგელზე.
შეგახსენებთ, რომ პალიტრა L –ის უპრეცედენტო პროექტის, „ქართველი მეფეების“ სერიის ფარგლებში გამოცემული "გიორგი III- ის" - შეძენა 23 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ასევე მომხმარებელს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად წიგნის ყიდვა შეეძლება სპეციალურ ფასად.