იქნება თუ არა უფასო მგზავრობა ელექტროავტობუსით, რომელიც თბილისში 3-4 დღეში გამოჩნდება?
რა მარშრუტზე იმოძრავებს ტრანსპორტი?
დედაქალაქში 3-4 დღეში 1-ლი ელექტროავტობუსი გამოჩნდება.
ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ავტობუსი 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე ივლის და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნახოს თუ რა სახის ტრანსპორტზეა საუბარი.
„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრო თანამედროვე ავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, 61-ნომერ ავტობუსსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტული, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35 ადგილიანი ავტობუსი, რაც შეეხება გადახდის სისტემას, ამაზე მუშაობა მიდის, თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ ამ ავტობუსით მგზავრობა უფასო იყოს გაგრძელება