საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია
საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გათავისუფლებულია.
გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით
ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის განაპირას ადგილობრივი ელიზბარ მესტუმრიშვილი დღეს დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა მესტუმრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. თვითმხილველთა განცხადებით, მესტუმრიშვილი ჯარიაშენის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.
"ინტერპრესნიუსი"