ბათუმში 50 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში, 6 მაისის პარკში, 50 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ექიმის ინფორმაციით, ქალს თავის არეში ჭრილობა აღენიშნება. ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"