პუტინმა ანტიამერიკული პოზიცია შეარბილა - როგორია სირიაზე მოკავშირეთა სარაკეტო შეტევის შედეგები?
პუტინმა ანტიამერიკული რიტორიკის შესუსტების განკარგულება გასცა. რუსული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე ახლა ბრიტანეთი და საფრანგეთია.
რუსული პროპაგანდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უცნაურ ტრანსფორმაციას განიცდის - სახეზეა აშკარად შეცირებული ანტიამერიკანიზმი. უმეტესი ანალიტიკური პუბლიკაციების შინაარსი ან ინგლისისა და საფრანგეთის ძაგებისკენ არის მიმართული, ან კიდევ რუსული პოლიტიკისა თუ სამხედრო უპირატესობის ხაზგასმას ეძღვნება, ამერიკის ჩვეული როტრიკით კრიტიკის გარეშე! (არ იგულისხმება თვითშემოქმედი ულტრანაციონალისტური პორტალები)
ის, რომ კრემლის რიტორიკაში ანტიამერიკანიზმის კლება და ურთიერთობის გამოსწორების საჭიროებაზე ლაპარაკი, სირიაზე დასავლეთის კოლექტიური სარაკეტო იერიშის შემდეგ დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა და მიანიშნებს იმ პროპაგანდის უსაფუძვლობაზე, რომელსაც ასეთი გააფთრებით ტრანსლირებდა, სრულიად რუსულ მედიად წოდებული, პროპაგანდისტული მანქანა.
კრემლის რიტორიკაში ასეთი ცვლილების შესახებ, რამდენიმე დღის წინ, პირველად დაიწერა დასავლურ მედიაში და არც რუსულ პროპაგანდას მოუკლავს თავის მისი უარყოფით. გამოცემა Bloomberg-ის მტკიცებით, პუტინმა გასცა განკარგულება, რუსეთის დუმას გადაედო აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, კონტრსანქციების განხილვა.
გამოცემის წყაროს მტკიცებით პუტინის მიზანია, დონალდ ტრამპისთვი "კიდევ ერთი შანსის მიცემა", რათა მან შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, რომელშიც იგულისხმება რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება. პუტინის ეს პოზიცია ერთგვარ "მსუბუქ ოპტიმიზმად" არის მოხსენიებული ამავე სტატიაში წყარო და სრულიად ლოგიკური დასკვნაა.
კონტრსანქციების აზრი კი საერთოდ გაუგებარია, რადგან აშშ-ის ეკონომიკის საერთოდ არცერთი სფერო არ არის დამოკიდებული რუსულ წარმოებაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთი არც არაფერის აწარმოებს ისეთს, აშშ-ის რომელიმე სფერო სრულად ან მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული რომ იყოს მასზე, რითიც შეეძლოთ რუსებს პრობლემები შეექმნათ ამერიკელებისთვის. ერთადერთ ასეთ სფეროდ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ითვლებოდა კოსმოსური ფრენები. ამერიკული ხომალდები რუსული წარმოების ძრავებს იყენებდნენ, თუმცა ამ მოცემულობაში სრულიად ჩანაცვლებადია რუსული წარმოების ძრავები და არც არანაირი საჭიროება არ არსებობს რადგან, ილონ მასკის კომპანია "Space-X"-ი წარმატებით ართმევს თავს კოსმოსური ფრენების გაიაფებისა და თვითკმარი წარმოების შექმნის საკითხს, რომელმაც გამორიცხა რუსული სარაკეტო წარმოების მონაწილეობა, ამერიკის კოსმოსურ პროგრამებში. ეს აღიარა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი როგოზინმაც PBK-სთვის მიცემულ ინტერვიუში (ინტერვიუ სრულად).
ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სირიაზე სარაკეტო იერიში, მან რუსეთის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტირება შეიტანა და საერთაშორისო დღის წესრიგიც მნიშვნელოვნად შეცვალა. ამასთანავე, თითქმის თანაწონადი ეფექტი ჰქონდა იმ სანქციათა პაკეტსაც, რომელმაც რუსული ეკონომიკა საერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა. შედეგების თვალსაზრისით, სარაკეტო იერიში რუსეთისთვის პრობლემური იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ყველას კარგად გავახსოვს მუქარის შემცველი განცხადებები, რომელსაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არმიის წარმომადგენლები უშუალოდ სარაკეტო იერიშის წინ აკეთებდნენ. ასევე კარგად ვიცით ისიც, თუ რამდენად რეალური იყო ეს მუქარანარევი განცხადებები.
იმაზე, რომ სარაკეტო იერიში სირიაზე, ძალზედ მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი ეპიზოდიც კი იყო, მიანიშნებს პროცესები, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის პოზიციების შერბილება, რომელიც ბირთვულ პროგრამის შეჩერებასა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებაში გამოიხატა. ასევე, რუსული გავლენის სხვდასხვა ზონებში ვითარების გართულება, რომელიც თავის თავში მოიცავს რისკს, შემცირდეს რუსული გავლენა ამ ზონებზე.
ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყება სომხეთში. ასევე ცენტრალურ აზიაში განახლებული რუსული პოზიციის საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირება, რომლის კარგი გამოხატულება იყო ყაზახეთის მხრიდან გაეროში რუსეთის მიერ ინიცირებული ანტიდასავლური რეზოლუციისთვის მხარდაჭერაზე უარი, რომელსაც პარალელურად მოჰყვა, კასპიის ზღვაში, NATO-სთვის ყაზახეთის პორტების დათმობის შეთანხმება, რომელიც ავღანეთში ტვირთების გადასატანად იქნება გამოყენებული წყარო.
ყაზახეთის პორტების NATO-სთვის დათმობა, აღქმული იქნა, როგორც ნაზარბაევის მხრიდან ამერიკელების შეშვება კასპიის ზღვაში. ყაზახეთმა ასევე არ გაითვალისწინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნა, გაეუქმებინა აშშ-ისთან უვიზო რეჟიმი წყარო. ყაზახეთის მსგავსად, კრემლში შეშფოთებულები არიან უზბეკეთის საგარეო პოლიტიკის პროამერიკულობით ბმული, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებები, რუსეთისგან დაცილების თვალსაზრისით ასევე ამ პერიოდს დაამთხვია და კიდევ ერთხელ გახადა თვალსაჩინო, რომ რუსეთის პოზიციები ყველა მიმართულებით სუსტდება.
აღნიშნული ეპიზოდის მნიშვნელობა განაპირობა წინმსწრებმა პროცესებმაც, რომელშიც ვგულისმობ ბრიტანეთში, სკრიპალების მოწამვლის გამო კონსოლიდირებულ პასუხს და იმ პოლემიკას, რომელშიც რუსეთი ძალიან ცუდი პოზიციებით წარსდგა დასავლეთის საზოგადოების წინაშე.
დაუკვირდით, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო მედიაში რუსეთის მოხსენიება რა შინაარსებით ხდება - სკრიპალების მოწამვლა და ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში. რომლესაც რუსეთის მხრიდან თან სდევს მხოლოდ სამხედრო ძალის დემონსტრირება და აგრესიული შინაარსის განცხადებები. ორივე შემთხვევა ისეთი სიმძიმის დანაშაულია, რომელსაც ვერავითარი გამართლება ვერ ექნება. სამაგიეროდ, რუსეთს წარმოაჩენს როგორც დესტრუქციულ ძალას, რომელიც ძალიან შორს არის ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი პრინციპებისგან და განაპირობებს ამა თუ იმ სახელმწიფოს, ცივილიზებულ სამყაროსადმი კუთვნილებას. რა თქმა უნდა ეს პროცესები აისახა რუსეთის იმიჯზე, რომელიც კრემლისთვის სულაც არ არის სახარბიელო და ამის კარგი გამოხატულებაა ზემოთ დასახელებული რუსეთის "მეოგობართა დემარშები", რომლებსაც დაემატა კრიტიკული განცხადებები ევროპიდან. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადება, რომელიც რუსეთის G8-ში დაბრუნებას ეხებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს ამ მეტად მნიშვნელოვან ფორუმში მანამ, ვიდრე არ იქნება მისი გარიცხვის მიზეზი მოგვარებული წყარო. შეგახსენებთ, რომ დიდი რვიანიდან, რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს 2014 წელს. ამ განცხადების პარალელურად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმაც რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა წყარო.
რა თქმა უნდა, ასეთი საერთაშორისო შეფასების პირობებში ბუნებრივია, რომ პუტინმა ტემპერატური დაწევის გადაწყვეტილება მიიღო და დიდი ალბათობით გააცნობიერა ის, რომ დასავლეთი, მიუხედავად შიდა პოლემიკისა, კირიტკულ საკთხებში კვლავ ერთიანი რჩება და რუსეთის იმედები, რომ მოახერხა მათ შორის განხეთქილების შეტანა, ფუჭი იმედი აღმოჩნდა. ისეთი ქმედებები, როგორიც არის ნერვულ პარალიტური და ქიმიური იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, რომ სრულიად ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდაციას გამოიწვევდა და არავინ დაშინდება ქიმიური იარაღის გამოყენებით.
ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის ამჟამინდელი მმართველის, ვლადიმერ პუტინის პერსონიდან გამომდინარე, შერბილებული ტონი ამერიკის მისამართით, შესაძლოა ერთგვარ ტაქტიკურ უკან დახევად და ნაკლებად სანდო პოზიციად მივიჩნიოთ. სულაც არ არის გამორიცხული რუსეთი შურისძიებისთვის ემზადებოდეს, თუმცა ეს იმდენად უეცარი და მასშტაბური აქტი უნდა იყოს, რომ დასავლეთმა რეაგირება ვერ მოასწროს. რამდენად ეყოფა ასეთი აქტისთვის რუსეთს გამბედაობა და რაც მთავარია რესურსები, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. უფრო მოსალოდნელია რომ რუსეთმა ტრადიციულად "ფლანგებზე დარტყმის" სტრატეგია გამოიყენოს და ვითარების გამწვავებას შეეცადოს სხვდასხვა მიმართულებებზე. მაგალითად, ავღანეთში, ლიბიაში, ბალკანეთში, უკარაინასა და ბალტიის ქვეყნებში, თუმცა ეს მაინც ვერ ჩაითვლება პუტინის შურისძიებად სანქციებსა და ასადის რეჟიმზე მიტანილი სარაკეტო იერიშების საპირწონედ, რადგან ძნელი იქნება პირდაპირი კავშირის ჩვენება საკუთარი მოსახლოებისთვის და კიდევ უფრო სასტიკი სანქციების დაწესების საფუძველი გახდება, რომელიც პირდაპირ დაარტყავს რიგით მოქალაქეებს, რაც საფრთხეს შეუქმნის პუტინის რეჟიმს. ამას რომ აცნობიერებენ კრემლში, ფაქტია, რადგან რამდენიმე დღის წინ, დასავლური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სერგეი ლავროვი ლაპარაკობდა აშშ-რუსეთის ურთიერთობების იმ ხარისხზე, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც იმაზე უარესია, ვიდრე ეს "ცივი ომის" პერიოდში იყო ბმული.ცალკე საკითხია ის შედეგი, რომელიც რუსეთმა მიიღო როგორც მოკავშრემ, რადგან სირიაში მან ვერცერთხელ ვერ მოახერხა საკუთარი მოკავშირეების დაცვა დასავლური წარმოების იარაღისგან. რამაც ალბათ კითხვები გააჩინა რუსული ჰაერთავდაცვით სისტემებთან მიმართებაში, როგორც ასადის არმიის მეთაურობის, ისე ირანელებს შორის. ერთია შეიარაღებისა თუ სხვა სამხედრო სისტემების ფლობა და მეორე მათი გამოყენების მზაობა. თუკი ასეთი კრიტიკული, ხმამაღალი და მუქარანარევი განცხადებების შემდეგ სრულიად უმოქმედოდ უყურებ იმას თუ როგორ ბომბავენ შენს მოკავშირეებს, როგორც მინიმუმ კითხვები გიჩნდება: ერთი თუ რამდენად არის რუსეთი საიმედო პარტნიორი და მეორე, რამდენად რეალურია ის "რეკლამა", რომელსაც რუსეთი საკუთარ შეიარაღებას უწევს.
შესაბამისად, მათ კარგად ახსოვთ ის, თუ რა შედეგით დაუმთავრდათ წარსული "ომი" და მით უმეტეს ახლა უფრო განწირულები არიან მარცხისთვის, რადგან დღევანდელი რუსეთი სსრკ-ზე არც რესურსებით არის მეტი, არც იდეოლოგიურად მდგრადია და არც არმია ჰყავს იმდენად მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი, რომ დასავლეთთან გლობალური ომის წარმოება შესძლოს. ცივი ომი კი მით უფრო საშიშია კრემლისთვის, რადგან ვერაფრით დაუპირისპირდებიან და პარაქტიკულად ვერაფრით გაამართლებენ საკუთარი მოსახლეობის წინაშე იმას, თუ რატომ არის მთელი დედამიწა მათი წინააღმდეგი, თუკი ისინი მართლები არიან!
შესაბამისად, უახლოესი მომავალი აშშ-რუსეთის ურთიერთობა გადავა კვლავ დისტანციური პოლემიკის ფორმატში და პერიოდულად დიპლომატებიც აქტიურად ჩერთვებიან პროცესებში. ასეთი რეჟიმი კი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე თავად რუსეთი ან მისი მხრიდან ხელდაფარებული რომელიმე მოკავშირე ისეთივე დანაშაულს არ ჩაიდენს, როგორიც სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება იყო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს