სარგსიანი: "ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი"
ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მისი გადადგომას ეხება.
"შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინაამდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.
რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ "ხავერდოვან რევოლუციას" იწყებს.
"ინტერპრესნიუსი"