სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა - კვირის პალიტრა

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ "NEWS.am" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ "კონსტიტუციის 130-ე სტატიის საფუძველზე მთავრობა გადაყენებულია".

ამასთან, რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარ სერჟ სარგსიანს ქვეყანა არ დაუტოვებია. "ეს ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სისულელეა", - განუცხადა წყარომ "რია ნოვოსტის".

სარგსიანის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიით გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"