"საშინელი სიჩქარით გადაუარა ადამიანებს და შემედგ უკან მობრუნდა" - ტორონტოში "სასიკვდილო მანქანას" 10 ადამიანი ემსხვერპლა
კანადის ქალაქ ტორონტოში ავტოფურგონი ქვეითების ნაკადში შევარდა, შედეგად გარდაიცვალა 10 და დაშავდა 15-მდე ადამიანი.
ავტომობილის მძღოლი 25 წლის ალეკ მინასიანია, რომელიც სამართალადამცავებმა დააკავეს. აშკარაა, რომ ის ადამიანებს მიზანმიმართულად შეეჯახა, თუმცა მისი მოტივი ჯერჯერობით ბუნდოვანია.
ნციდენტი 13 აპრილს ადგილობრივი დროით ორის ნახევარზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი თითქმის 2 კილომეტრის განმავლობაში ტროტუარზე დიდი სიჩქარით მიქროდა და ადამიანებს ეჯახებოდა. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის თქმით, "მანქანამ საშინელი სიჩქარით ჩაიქროლა ტროტუარზე, გადაუარა ადამიანებს, შემდეგ კი უკან მობრუნდა და ხელახლა ჩაიარა ტროტუარზე". სასიკვდილო მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს. სამართალდამცავთა თქმით, ის არასდროს ყოფილა აქამდე მცირე დანაშაულშიც კი შემჩნეული.