ბინები, მანქანები, ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობენ ქართველი პარლამენტარი ქალები?
ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.
რამდენიმე თვის წინ, მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, დეკლარირებულ მილიონერებს შორის დეპუტატი ქალბატონებიც არიან. მათ შორის პირველია ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. სამეულში შედის ასევე ნინო წილოსანი, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა "მედიატორის" ინფორმაციით არის 2.074.207 ლარი და სალომე ზურაბიშვილი 1.365.640 ლარით.
დეპუტატების ქონება საზოგადოებაში ყოველთვის ინტერესის საგანია, ამჯერად გთავაზობთ ქალი დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებს.
ეკა ბესელია
ეკა ბესელიას ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერში აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, ბესელია ფლობს 80 კვ.მ ფართობის ბინას თემქაზე და 150 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს გამრეკელის ქუჩაზე, ასევე არასაცხოვრებელ ფართს გაბაშვილის (ყოფილი ყიფშიძე) ქუჩაზე.
დეკლარაციის შევსების მომენტში ბესელიას "ბანკი ქართუს" სახელფასო ანგარიშზე 6000 ლარი, მიმდინარეზე კი 602 ამერიკული დოლარი ჰქონდა. მას "თი-ბი-სი ბანკში" აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელზეც ირიცხება 16 500 ლარი, 354 ლარი, 390 ლარი და 195 დოლარი. ეკა ბესელიას საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 16 000 ამერიკული დოლარი იყო.
ეკა ბესელიამ ანაზღაურების სახით პარლამენტის წევრობისთვის 2016 წელს მიღებული აქვს 66 465 ლარი, ხოლო იმავე წელს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობისთვის 18 000 ლარი.
თინათინ ბოკუჩავა
თინათინ ბოკუჩავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის ივლისში შეავსო. ბოკუჩავას საკუთრებაშია 51 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე. ის ასევე ფლობს 50%-იან წილს მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლის ქობულეთში. თინა ბოკუჩავას მეუღლე, კონსტანტინე იოსელიანი 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დიდ ლილოში198 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში.
დეკლარაციის შევსების მომენტში თინა ბოკუჩავას "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 1800 ლარი, ხოლო ანაბარზე 4600 ლარი.
2016 წელს ბოკუჩავამ საქართველოს პარლამენტიდან ანაზღაურების სახით აიღო 60 285 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ბოკუჩავას "თი-ბი-სი ბანკში" 36000 ლარის ოდენობის სესხი ჰქონდა.
ხათუნა გოგორიშვილი
ხათუნა გოგორიშვილს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 23 ივნისს აქვს შევსებული. გოგორიშვილის საკუთრებაშია 112 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა შარტავას ქუჩაზე.
პარლამენტის წევრობისთვის 2016 წელს მან 71259 ლარის ანაზღაურება აიღო, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მოწვეული სპეციალისტისთვის 6 233 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში ხათუნა გოგორიშვილს "ბაზისბანკში" აღებული ჰქონდა 20 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი.
ნინო გოგუაძე
ნინო გოგუაძეს დეკლარაცია 2017 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული. ის ფლობს ბინას თბილისში. შევსების მომენტში გოგუაძეს საქართველოს ბანკში ანაბარზე ჰქონდა 5745 ლარი.
პარლამენტის წევრობისთვის გოგუაძემ 2016 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე აიღო 6625 ლარი, ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან 17 აგვისტოს ჩათვლით თბილისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიიღო 30928 ლარი.
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 17 იანვარს აქვს ჩაბარებული. ზურაბიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, კუფტინის ქუჩაზე, 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში და ბინას საფრანგეთში, პარიზში.
ზურაბიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Hyundai 2012.
დეკლარაციის შევსების მომენტში ზურაბიშვილი ფლობდა "საქართველოს ბანკის" 35 ფასიან ქაღალდს, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული და რომელშიც გადახდილი აქვს 1244 ფუნტი სტერლინგი.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "საქართველოს ბანკის" მიმდინარე სახელფასოზე 300 ლარი, ხოლო იმავე ბანკის ანაბრზე 50000 ამერიკული დოლარი ჰქონდა, ხოლო CIC Banque transatlantique Paris ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 7400 ევრო.
ზურაბიშვილმა 2017 წლის გამავლობაში პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 57 645 ლარი.
ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის იანვარში შეავსო. ის ფლობს 49 კვ.მ ფართობის ბინას ლიკანში, მემკვიდრეობით მიღებულ 2100 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელ ფართს დუშეთის რაიონში და მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე. მისი მეუღლის კახაბერ კევლიშვილის საკუთრებაშია მემკვიდრეობით მიღებული ბინა და არასაცხოვრებელი ფართი.
ირმა ინაშვილის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა NISAN ARMADA, რომელშიც 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, 14 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ამავე დეკლარაციის მიხედვით მას დედამ 7 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი აჩუქა.
დეკლარაციის შევსების მომენტში ინაშვილს "თი-ბი-სი ბანკის" საკრედიტო ბარათზე ჰქონდა 5000 ამერიკული დოლარი.
იმ დროისთვის ირმა ინაშვილი ფლობდა 50%-იან წილს შპს კომპანია ეკონომ X საქართველოში, თუმცა დეკლარაციის მიხედვით საანგარიშო პერიოდში ირმა ინაშვილს ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია ისევე როგორც შპს მედიასახლ "ობიექტივიდან", რომლის 28%-ის პარტნიორიც დეკლარაციის შევსების მომენტში იყო.
2017 წელს ირმა ინაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 76 065 ლარი აიღო.
2017 წელს ირმა ინაშვილის გასავალმა ქველმოქმედების სახით საქველმოქმედო ფონდში "ობიექტივი" შეადგინა 13 000 ლარი.
სოფიო კილაძე
სოფიო კილაძემ დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბრის ბოლოს შეავსო. სოფიო კილაძის საკუთრებაშია 67კვ.მ ფართობისა და 55,4 კვ.მ ფართობის ბინები თბილისში.
საანგარიშო პერიოდში კილაძის "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასოზე ირიცხებოდა 111,98 ლარი.
2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მიღებულმა ანაზღაურებამ 7 648 ლარი შეადგინა. იმავე წლის იანვრიდან დეკემბრამდე შსს-ს აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე კილაძემ ანაზღაურების სახით 22 116 ლარი მიიღო.
საანგარიშო პერიოდში პარტია "ქართულ ოცნებას" შემოწირულობის სახით 30 000 ლარი გადაურიცხა.
სვეტლანა კუდბა
სვეტლანა კუდბას ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის იანვარში აქვს შევსებული. ის ფლობს 49 კვ.მ ფართობის ბინას ბათუმში. 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით კუდბამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის საკითხების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 45 600 ლარი აიღო, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრობისათვის 46 800 ლარი მიიღო.
საანგარიშო პერიოდში სვეტლანა კუდბას გასავალი ქველმოქმედების სახით 4000 ლარი იყო.
ადა მარშანია
ადა მარშანიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის მაისში შეავსო. თბილისის მერიის დადგენილების საფუძველზე ის ფლობს 83 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს მარჯანიშვილის ქუჩაზე, მემკვიდრეობით ფლობს 200 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს სოხუმში, მიწის ნაკვეთებს სოხუმში, აფხაზეთში გულრიფშის რაონში და გალის რაიონში.
საანგარიშო პერიოდში ადა მარშანიას "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასოზე ჰქონდა 5023 ლარი, იპოთეკურზე 83 000 ლარი, "საქართველოს ბანკის" სამომხმარებლოზე კი 1500 ლარი.
გუგული მაღრაძე
გუგული მაღრაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბერში აქვს ჩაბარებული. მის საკუთრებაშია 18 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, შანიძის ქუჩაზე, 57კვ.მ ფართობის ბინა ზესტაფონში, 138 კვ.მ ფართობის ბინა ქობულეთში, 138კვ.მ ფართობის ავტოფარეხი ქობულეთში. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Volkswagen Passat.
დეკლარაციის შევსების მომენტში გუგული მაღრაძეს "თი-ბი-სი" ბანკის ანაბარზე ჰქონდა 7501 ამერიკული დოლარი, იმავე ბანკის სახელფასოზე 2611 ლარი, "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარეზე 1469 ევრო, "ქართუ ბანკის" სახელფასოზე კი 9 401 ლარი.
2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გუგული მაღრაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თანადებობაზე 17 418 ლარი, ხოლო იმავე წლის სააგნარიშო პერიოდში პარლამენტის წევრობისთვის 56 102 ლარი აიღო.
ენძელა მაჭავარიანი
ენძელა მაჭავარიანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბერში შეავსო. შევსების მომენტში დეპუტატი ფლობდა სახელწმიფოსგან მიღებულ 116 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში.
საანგარიში პერიოდში მაჭავარიანს "თი-ბი-სი ბანკის" საკრედიტოზე ჰქონდა 2 995 ლარი, ხოლო "ბანკი ქართუს" სახელფასოზე 162 ლარი.
2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ენძელა მაჭავარიანმა შპს "ჯი დი ესის" მთავარი პროდიუსერობისთვის ანაზღაურების სახით მიიღო 54 725 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრობისთვის 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 7090 ლარი.
ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილმის 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 56 კვ.მ ფართობის ბინას თბილისძი, რობაქიძეზე და 44 კვ.მ ფართობის ბინას ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე.
საანგარიში პერიოდში ირმა ნადირაშვილი ფლობდა etherium-ის 100 ცალ ფასიან ქაღალდს, რომელშიც 2017 წელს გადახდილი აქვს 100 დოლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნადირაშვილს "საქართველოს ბანკის" სახელფასოზე ჰქონდა 1000 ლარი, იმავე ბანკის საკრედიტოზე 600 ლარი.
ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის წევრობისთვის 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით 59732 ლარი აიღო.
სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერში ჩააბარა. ის ფლობს 73კვ.მ ფართობისა და 70 კვ.მ ფართობის ბინებს თბილისში გაბაშვილის ქუჩაზე. ასევე, 70კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ირლანდიაში, ლიმერიკის საგრაფოში და 800 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიაში.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში სამადაშვილს "ფორტისის ბანკის" შემნახველზე ჰქონდა 12 000 ევრო, "ბაზის ბანკის" მიმდინარეზე 17000 ლარი, "თი-ბი-სი ბანკის" ანაბარზე 1183 ევრო და "თი-ბი-სი" ბანკის საკრედიტოზე 57 198 დოლარი.
რაც შეეხება 2016 წლის განმავლობაში სალომე სამადაშვილის ანაზღაურებას სხვადასხვა საქმიანობებიდან, საანგარიშო პერიოდში სამადაშილმა საქართველოს უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე აიღო 17 500 ლარი, ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრში ასოცირებული ავტორობისთვის მიიღო 500 ევრო, პარლამეტში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობისთვის თვენახევარში მიიღო 7 090 ლარი, საქართველოს უნივერსტეტში კონსულტანტის თანამდებობაზე 500 ლარი, ხოლო იმავე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ოთხ თვეში 1 600 ლარი.
ირინე ფრუიძე
ირინე ფრუიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბერში შეავსო. დეპუტატი ფლობს 79,9 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში და 15 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს თბილისში.
დეკლარაციის ჩაბარების მომენტში ირინე ფრუიძეს "თი-ბი-სი" ბანკის სადებეტოზე ჰქონდა 3028 ლარი და 288 ევრო.
2016 წლის ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის ჩათვლით ფრუიძემ პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 5300 ლარი.
საანგარიშო პერიოდში ფრუიძემ სწავლის საფასურის სახით გასავლი ჰქონდა 3500 ლარი, ხოლო ჯილდოს სახით შემოსავალმა შეადგინა 5 000 ლარი.
სოფიო ქაცარავა
სოფიო ქაცარავამ ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერში ჩააბარა. ის ფლობს 120კვ.მ ფართობის ბინას თბილისში და 40კვ.მ ფართობის ბინას ბაკურიანში. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა KIA Sportage.
დეკლარაციის შევსების მომენტში სოფიო ქაცარავს "საქართველოს ბანკის" სახელფასოზე ჰქონდა 3500 ლარი.
სოფიო ქაცარავამ საქართველოში არსებულ ბრიტანეთის საელჩოში პოლიტიკური მდივანის თანამდებობაზე 5 თვის განმავლობაში აიღო 33 186 ლარი, ხოლო 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აიღო 7648 ლარი.
საანგარიშო პერიოდში სოფიო ქაცარავას გასავალმა სარემონტო სამუშაოებისთვის შეადგინა 5000 დოლარი, სწავლის გადასახადის სახით გასავალმა კი ჯამში 4600 ლარი.
ლელა ქებურია
ლელა ქებურიამ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის იანვარში შეავსო. ქებურია ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 72კვ.მ ფართობის ბინას ზუგდიდში. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა პრიუსი".
ლელა ქებურიამ პარლამენტის წევრობისთვის 2017 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით აიღო 60 286 ლარი. გასულ წელს ლელა ქებურიას გასავალმა შემოწირულობის სახით შეადგინა 10000 ლარი.
თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბერში შეავსო. ის ფლობს 126 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში.
დეკლარაციის შევსების მომენტში ჩუგოშვილის "საქართველოს ბანკის" საკრედიტოზე ირიცხებოდა 3 560 ლარი, იმავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი 1198 ლარი.
იპოთეკური სესხის სახით ჩუგოშვილის გასავლმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 22 690 ლარი. რაც შეეხება საქმიანობიდან მიღებულ ანაზღაურებას, დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერია მითითებული.
ნატო ჩხეიძე
ნატო ჩხეიძემ დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერში შეავსო. ნატო ჩხეიძე ფლობს 170კვ.მ ფართობის ბინას თბილისში საირმის ქუჩაზე, რომლის შეძენის ფორმად აღნიშნულია ჩუქება. ასევე ფლობს 428 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, 40კვ.მ ფართობის ავტომობილის სადგომს თბილისში, საჩუქრის სახით მიღებულ 29,52 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს თბილისში, 602 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს წყნეთში. ჩხეიძის ქმარი, ზაზა ოქუაშვილი ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლებს, არასაცხოვრებელ ფართებს, ბინასა და ავტოფარეხს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა BMW M5, რომელიც 2015 წელს 87000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიების აქციონერია. შვეიცარიაში ფლობს 5 მილიონი დოლარის ობლიგაციებს. ის არის ინდივიდუალური მეწარმე ბრიტანულ AGT UK TRADING-ში, რომლის საწარმოო კაპიტალის ოდენობა 400000 ფუნტი სტერლინგია და საიდანაც საანგარიში პერიოდში შემოსავლის სახით აიღო 521196 ფუნტი სტერლინგი.
რაც შეეხება ჩხეიძის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შესების მომენტში ნატო ჩხეიძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 32 000 ლარი, "ბანკი ქართუს" მიმდინარეზე 76 000 ლარი და HSBC ბანკის მიმდინარეზე 15 200 ფუნტი სტერლინგი.
დეკლარაციის შევსების მომენტში ჩხეიძეს ნაღდი ფულის სახით, დანაზოგად ჰქონდა 7400 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, სწავლის საფასურის სახით ნატო ჩხეიძის გასავალმა შეაგინა 395 000 ლარი, მკურნალობის სახით გასავალი ჰქონდა 1 200 ლარი და რემონტის ხარჯმა შეადგინა 15 000ლარი.
ნინო წილოსანი
ნინო წილოსანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის იანვარში შეავსო.
დეკლარაიის მიხედვით, ნინო წილოსანი ფლობს 124 კვ.მ ფართობისა და 224 კვ.მ ფართობის ბინებს თბილისში. მის საკუთრებაშია 15,07 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი თბილისში და 440 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში. წილოსანის მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე ფლობს 3 ბინას, მიწის ნაკვეთებს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა ბმვ X 5, რომელიც 2012 წელს 30 000 დოლარად შეიძინა. ვლადიმერ აბულაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აქციონერია. ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არის რამდენიმე მსხვილი საწარმოს დირექტორი და პარტნიორი.
დეკლარაციის შევსების მომენტში წილოსანს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 100 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე 1057 ლარი.
შევსების მომენტში ნაღდი ფულის სახით წილოსანს დანაზოგად ჰქონდა 12 000 ლარი.
რაც შეეხება ნინო წილოსანის მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, წილოსანი ფლობდა 52%-იან წილს შპს მკურნალი 2002-ში, საიდანაც მიღებული შემოსავალი იყო 30 000 ლარი, 23%-იანი წილი ჰქონდა შპს "ენ-დუო-კონცეპტში", საიდანაც შემოსავალი არ აუღია და ასევე ფლობდა 25%-იან წილს შპს "რეტრო 77"-ში, საიდანაც შემოსავალი არ მიუღია.
წილოსანმა პარლამენტის წევრობისთვის 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიიღო 55 485 ლარი.
საანგარიშო პერიოდში წილოსანის შემოსავალმა იჯარის სახით ჯამში შეადგინა 38 135 ლარი, ხოლო იპოთეკური სესხის სახით გასავალმა 26921 დოლარი.
საანგარიშო პერიოდში წილოსანმა მშობლისგან საჩუქრის სახით 100 000 ლარი მიიღო.
ასევე საანგარიშო პერიოდში ნინო წილოსანის გასავალმა შვილების სწავლის გადასახადის სახით შეადგინა 65,441 ლარი.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, სწავლის კიდევ ერთმა გადასახადმა 3814 ლარი შეადგინა, ხოლო მოგზაურობის ხარჯებმა 5500 დოლარი.
ფატი ხალვაში
ფატი ხალვაშს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერს აქვს ჩაბარებული.
მის საკუთრებაშია 27,61 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში. დეკლარაციის შევსების მომენტში "ქართუ ბანკის" სახელფასოზე ერიცხებოდა 1286 ლარი. საანგარიშო პერიოდში ნაღდი ფულის სახით დეპუტატს დანაზოგად 1500 ევრო და 5000 ლარი ჰქონდა.
ფატი ხალვაშის მეუღლე ნუგზარ ყურშუბაძე ფლობს 45 კვმ ფართობის ბინას ბათუმში, ასევე ოს მიწის ნაკვეთსა და არასაცხოვრებელ ფართს .
ფატი ხალვაშის გასავალმა იპოთეკური სესხის სახით შეადგინა 10000 დოლარი.
ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბერში შეავსო. ხოშტარიას საკუთრებაშია 423კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში, 1502 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, 180,6 კვ.მ ფართობის აგარაკი თელავში და 5179 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი თელავში.
დეკლარაციის შევსების მომენტში ხოშტარიას "თი-ბი-სი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 1000 ლარი, "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე 100 ლარი.
პარლამენტის დეპუტატობისთვის 2016 წლის ნოემბრის შუა პერიოდიდან დეკემბრის ჩათვლით ხოშტარიამ ანაზღაურების სახით მიიღო 7511 ლარი, საქართველოს რეფორმების ასოციაციაში თანადამფუძნებლის თანამდებობაზე აიღო 527 ლარი, თავისუფალ უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობაზე კი 125000 ლარი.
საანგარიშო პერიოდში ხოშტარიას გასავალმა სწავლი საფასურის სახით შეადგინა 4000 ლარი.
თამარ ხულორდავა
თამარ ხულორდავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ჩააბარა. მის საკუთრებაშია 103,68კვ.მ ფართობის ბინა თბილისში ფანასკერტელზე და 84,96 კვ.მ ფართობის ბინა დიდ დიღომში და 15 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს დიდ დიღომში.
რაც შეეხება ხულორდავას საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარეზე ერიცხებოდა 10 292 ლარი და 22 867 დოლარი. ნაღდი ფულის სახით 3000 დოლარი დანაზოგად.
თამარ ხულორდავამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე 2016 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ანაზღაურების სახით აიღო 48 131 ლარი, ხოლო 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის აიღო 7 648 ლარი.
საანგარიშო პერიოდში იპოთეკური სესხის სახით ხულორდავას გასავალმა შეადგინა 22 125 ლარი.
მარიამ ჯაში
მარიამ ჯაშმა ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის იანვარში შეავსო. მის საკუთრებაშია ტაბახმელაში 190 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად, 110 კვ.მ ფართობისა და 57კვ.მ ფართობის ბინები თბილისში, 120კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად წინანდალში, მსუბუქი ავტომანქანა volkswagen jetta.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, ქონებრივი დეკლარაციის ჩაბარების პერიოდში დეპუტატს "ტერა ბანკის" საკრედიტოზე ჰქონდა 56307 დოლარი, გაეროს ფედერალური საკრედიტო კავშირის მიმდინარეზე 557 დოლარი, საკრედიტოზე 9577 დოლარი და დეპოზიტზე 1592 დოლარი.
მარიამ ჯაშმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 2017 წლის მარტიდან დეკემბრის ბოლომდე ანაზღაურების სახით აიღო 53 172 ლარი.
საანგარიშო პერიოდში დეპუტატის გასავალმა სესხის სახით შეადგინა 6,630 დოლარი. რაც შეეხება სხვა სახის გასავალს, საანგარიშო პერიოდში დეპუტატის შვილების სწავლი საფასურის სახით გასავლმა შეადგინა 16 000 ლარი, ქველმოქმედების სახით 2400 ლარი, მგზავრობის ხარჯების სახით 2500 ლარი, სარემონტო ხარჯი 50 000 ლარი იყო.
იხილეთ ასევე: ღარიბი ქვეყნის მილიონერი პარლამენტარები
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)