ვინ არის ძალოსანი ლაშა ტალახაძის რჩეული?
ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ანა დემურიაა. ნიშნობის ფოტოები სოციალურ ქსელში წყვილმა თავად გაავრცელა. როგორც ირკვევა, ნიშნობის ცერემონიალი მცხეთაში გაიმართა.
ლაშამ და ანამ ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ ბათუმში გაიცნეს. როგორც ტალახაძე ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ანა სწორედ იმ პერიოდში შეუყვარდა, როდესაც ყველამ გაიცნო.

"ბათუმში, დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი. გოგო პირველ რიგში, გარეგნულად უნდა მომეწონოს, მისი ხასიათით მერე ვინტერესდები. ტიპური ქართველი მამაკაცი ვარ, ტრადიციების მოყვარული და დამცველი. ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. როცა ვიცი, შეყვარებული ჩემს სურვილებს ითვალისწინებს, ძალიან მიხარია. ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება.

ის იმ პერიოდში შემიყვარდა, როცა ყველამ გამიცნო, ყველა ჩემს სახელსა და გვარს გაიძახოდა, ის კი ადვილად მოსახიბლი არ აღმოჩნდა" - ამბობს ლაშა ინტერვიუში.
რკინისა და ოქროს კაცი
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია!
ambebi.ge