მილიონერი ქალები ქართულ პარლამენტში
რამდენიმე თვის წინ, მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, დეკლარირებულ მილიონერებს შორის დეპუტატი ქალბატონებიც არიან.
მათ შორის პირველია ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. სამეულში შედის ასევე ნინო წილოსანი, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა "მედიატორის" ინფორმაციით არის 2.074.207 ლარი და სალომე ზურაბიშვილი 1.365.640 ლარით.
გთავაზობთ ამ ქალბატონების ქონებრივ დეკლარაციებს:
ნატო ჩხეიძე
ნატო ჩხეიძემ დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერში შეავსო. ნატო ჩხეიძე ფლობს 170კვ.მ ფართობის ბინას თბილისში საირმის ქუჩაზე, რომლის შეძენის ფორმად აღნიშნულია ჩუქება. ასევე ფლობს 428 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, 40კვ.მ ფართობის ავტომობილის სადგომს თბილისში, საჩუქრის სახით მიღებულ 29,52 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს თბილისში, 602 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს წყნეთში. ჩხეიძის ქმარი, ზაზა ოქუაშვილი ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლებს, არასაცხოვრებელ ფართებს, ბინასა და ავტოფარეხს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა BMW M5, რომელიც 2015 წელს 87000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიების აქციონერია. შვეიცარიაში ფლობს 5 მილიონი დოლარის ობლიგაციებს. ის არის ინდივიდუალური მეწარმე ბრიტანულ AGT UK TRADING-ში, რომლის საწარმოო კაპიტალის ოდენობა 400000 ფუნტი სტერლინგია და საიდანაც საანგარიში პერიოდში შემოსავლის სახით აიღო 521196 ფუნტი სტერლინგი.
რაც შეეხება ჩხეიძის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შესების მომენტში ნატო ჩხეიძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 32 000 ლარი, "ბანკი ქართუს" მიმდინარეზე 76 000 ლარი და HSBC ბანკის მიმდინარეზე 15 200 ფუნტი სტერლინგი.
დეკლარაციის შევსების მომენტში ჩხეიძეს ნაღდი ფულის სახით, დანაზოგად ჰქონდა 7400 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, სწავლის საფასურის სახით ნატო ჩხეიძის გასავალმა შეაგინა 395 000 ლარი, მკურნალობის სახით გასავალი ჰქონდა 1 200 ლარი და რემონტის ხარჯმა შეადგინა 15 000ლარი.
ნინო წილოსანი
ნინო წილოსანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის იანვარში შეავსო.
დეკლარაიის მიხედვით, ნინო წილოსანი ფლობს 124 კვ.მ ფართობისა და 224 კვ.მ ფართობის ბინებს თბილისში. მის საკუთრებაშია 15,07 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი თბილისში და 440 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში. წილოსანის მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე ფლობს 3 ბინას, მიწის ნაკვეთებს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა ბმვ X 5, რომელიც 2012 წელს 30 000 დოლარად შეიძინა. ვლადიმერ აბულაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აქციონერია. ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არის რამდენიმე მსხვილი საწარმოს დირექტორი და პარტნიორი.
დეკლარაციის შევსების მომენტში წილოსანს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 100 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე 1057 ლარი.
შევსების მომენტში ნაღდი ფულის სახით წილოსანს დანაზოგად ჰქონდა 12 000 ლარი.
რაც შეეხება ნინო წილოსანის მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, წილოსანი ფლობდა 52%-იან წილს შპს მკურნალი 2002-ში, საიდანაც მიღებული შემოსავალი იყო 30 000 ლარი, 23%-იანი წილი ჰქონდა შპს "ენ-დუო-კონცეპტში", საიდანაც შემოსავალი არ აუღია და ასევე ფლობდა 25%-იან წილს შპს "რეტრო 77"-ში, საიდანაც შემოსავალი არ მიუღია.
წილოსანმა პარლამენტის წევრობისთვის 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიიღო 55 485 ლარი.
საანგარიშო პერიოდში წილოსანის შემოსავალმა იჯარის სახით ჯამში შეადგინა 38 135 ლარი, ხოლო იპოთეკური სესხის სახით გასავალმა 26921 დოლარი.
საანგარიშო პერიოდში წილოსანმა მშობლისგან საჩუქრის სახით 100 000 ლარი მიიღო.
ასევე საანგარიშო პერიოდში ნინო წილოსანის გასავალმა შვილების სწავლის გადასახადის სახით შეადგინა 65,441 ლარი.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, სწავლის კიდევ ერთმა გადასახადმა 3814 ლარი შეადგინა, ხოლო მოგზაურობის ხარჯებმა 5500 დოლარი.
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 17 იანვარს აქვს ჩაბარებული. ზურაბიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, კუფტინის ქუჩაზე, 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში და ბინას საფრანგეთში, პარიზში.
ზურაბიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Hyundai 2012.
დეკლარაციის შევსების მომენტში ზურაბიშვილი ფლობდა "საქართველოს ბანკის" 35 ფასიან ქაღალდს, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული და რომელშიც გადახდილი აქვს 1244 ფუნტი სტერლინგი.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "საქართველოს ბანკის" მიმდინარე სახელფასოზე 300 ლარი, ხოლო იმავე ბანკის ანაბრზე 50000 ამერიკული დოლარი ჰქონდა, ხოლო CIC Banque transatlantique Paris ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 7400 ევრო.
ზურაბიშვილმა 2017 წლის გამავლობაში პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 57 645 ლარი. იხილეთ სრულად