ვინ და როგორ გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას - კვირის პალიტრა

ვინ და როგორ გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას

"ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უხელმძღვანელოს", - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სიახლემ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას, რომელიც "ფეისბუქზე" გაკეთდა.

"ივანიშვილი იძულებული გახდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ამით სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგა"

ფოტოები დღეს გამართული შეხვედრიდან, რომლის შემდეგაც გაცხადდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

"იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან" - რას წერს სააკაშვილი ივანიშვილზე?