ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი საქართველოს დაკავებული მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი საქართველოს დაკავებული მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტო "რეს"-ი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევისთვის სოფელ არცევის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
"25 აპრილს მესაზღვრეებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი, 1961 წელს დაბადებული სერგო დარბაიძე დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დეფაქტო უწყების წარმომადგენლის თქმით, მოკვლევის შემდეგ, რომელიც "სამხრეთ ოსეთის" სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა, საქართველოს მოქალაქის საქმე ცხინვალის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.
"ინტერპრესნიუსი"