"ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება" - რას ამბობს თურქეთში მოკლული მამაკაცის შვილი? - კვირის პალიტრა

"ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება" - რას ამბობს თურქეთში მოკლული მამაკაცის შვილი?

47 წლის ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. იგი სამუშაოდ თურქეთში რამდენიმე დღის წინ წავიდა.

მოკლულის ცხედარი საქართველოში დღეს დილით გადმოასვენეს.

ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახის წევრები მკვლელობაში ქართველებს ადანაშაულებენ, თუმცა კონკრეტულად ვის გულისხმობენ, ჟურნალისტებს არ განუმარტეს.

როგორც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ლუხუმ ჯანჯარიას შვილმა ლევან ჯანჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "მამაჩემი თურქეთში მოკლეს, ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება"

მისი ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ცხედრის ამოცნობა გაუჭირდა.

"ინტერპრესნიუსი"